პარტნიორები

კომპანიის შესახებ

ჯი ემ თი ჯგუფის მისიაა მუდმივი ზრუნვა თქვენს მანქანაზე, უმაღლესი ხარისხის ავტონაწილებითა და სერვისით.

კომპანია ჯი ემ თი ჯგუფი შეიქმნა 2017 წელს კომპანიების G&M Auto-ს და Tornado+-ის გაერთიანების შედეგად. ორივე კომპანია კარგადაა ცნობილი როგორც საქართველოს ასევე რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებლისათვის.  G&M Auto-ს ისტორია 2006 წელს იწყება General Motors-თან თანამშრომლობის გაფორმებითა და ბრენდი ACDelco-ს საქართველოს ბაზარზე შემოსვლით. Tornado+  კი 1998 წლიდან აწვდის ქართველ მომხმარებელს პრემიუმ კლასის საპოხ საშუალებებს, როგორიცაა Valvoline და სხვა. ორი გამოცდილი კომპანიის გაერთიანებით შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ავტონაწილების, საპოხი საშუალებებისას და მომსახურების ფართო სპექტრს. კომპანიების ძირითადი პარტნიორები არიან General Motors, Valvoline, Comline, Japanparts, Gauss, Itameks და სხვა.

დაფუძნების დღიდან ჩვენი მიზანი იყო ავტომფლობელების უზრუნველყოფა საიმედო და ხარისხიანი ავტონაწილებით, რომლებიც აკმაყოფილებენ  ხარისხისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომა შესაძლებელს ხდის მოგაწოდოთ საუკეთესო ავტონაწილები, აქსესუარები და საპოხი მასალები. ამ ფილოსოფიით შეიქმნა ჩვენი ცენტრალური მაღაზია თბილისში, რომელიც წარმოადგენს სანდო ლოჯისტიკურ და ბიზნეს პარტნიორს რეგიონალური მასშტაბით. ჩვენ ვთავაზობთ პარტნიორებს სამართლიანი თანამშრომლობის პირობებს, უშუალო კონტაქტს და ფიქსირებულ ფასებს პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ თითეული კლიენტისთვის ზუსტი და სანდო ინფორმაციის მიწოდებას თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით. თქვენ შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად ონლაინ შეუკვეთოთ პროდუქცია პირდაპირ ჩვენს საიტზე, გადაიხადოთ და მიიღოთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია.

ჩვენი მიზანია თითეული ჩვენი მომხმარებელი კმაყოფილი იყოს ავტონაწილებისა და სერვისისის ხარისხით. თანამედროვე ტექნოლოგიები და საიმედო პარტნიორები განაპირობებს უსაფრთხოებას და ცხოვრების მაღალ ხარისხს.

ონლაინ მაღაზია

ნაწილის მიხედვით
მწარმოებლის მიხედვით

მარკეტი

სერვისები

სათაო ოფისი

ხოშარაულის ქ. #3
info@gmtg.co

თბილისის სერვის ცენტრი

სააკაძის მეორე ჩასახვევი
info@gmtg.co

ინტერნეტ მაღაზია

www.gmtg.co
info@gmtg.co

თბილისის ფილიალი

ფიზკულტურის და გოთუას კვეთა
info@gmtg.co

ახალციხის ფილიალი

აბასთუმნის გზატკეცილი 1
info@gmtg.co

სენაკის ფილიალი

ჭავჭავაძის ქ.115
info@gmtg.co
591341846

ავტოსამრეცხაო

ბელიაშვილის 11
info@gmtg.co

ჩვენი ფილოსოფია

ჩვენი მიზანია სრულად დავაკმაყოფილოთ თითოეული ჩვენთვის ღირებული კლიენტის ფასისა და ხარისხის მოთხოვნები. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გადავაჭარბოთ მომხმარებლების მოლოდინებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციისა და სერვისის შეთავაზებით.

ცხელი ხაზი


დაგვიკავშირდით

ხოშარაულის ქ. #3, 0119 თბილისი, საქართველო
info@gmtg.co