როგორ შევინარჩუნო აკუმლატორი
2018-06-08

რატომ არ იქოქება ჩემი მანქანა?

როდესაც ცდილობთ დაქოქოთ მანქანა, მაგრამ მცდელობა წარუმატბლად მთავრდება, ასეთ შემთხვევაში არსებობს მრავალი მიზეზი, ხშირ შემთხვევაში პრობლემას შეიძლება წარმოადგენდეს აკუმლატორის გაუმათაობით გამოწვეული შეფერხებები, დაზიანებული, დასამუხტი აკუმლატორი, ან დაზიანებული კაბელი. ასეთ შემთხვევაში გიწევთ შეაკეთოთ დაზიანება ან გამოცვალოთ აკუმლატორი.

შესაძლებელია დავმუხტო აკუმლატორი მას შემდეგ რაც მანქანა დაიქოქება?

უმეტეს შემთხვევაში ავტომობილის დაქოქვისა და დაძვრის შემდეგ 1- 2 საათის განმავლობაში ხდება აკუმლატორის სრული დამუხტვა. არსებობს სხვადასხვა შემხვევები რაც აფერხებს დამუხტვის პროცესს, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მანქანის ტექნიკური გაუმართაობით. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ სერთიფიცირებულ უახლოეს ავტო სერვისს.

რა არის აკუმლატორის დაზიანების მთავარი მიზეზი ?

დროთაგანმავლობაში ხდება აკუმლატორის ცვეთა, მაგრამ არსებობს მიზეზები რომლებიც გავლენას ახდენს და იწვევს აკუმლატორის დაზიანებას. მაგალითად: არამიზნობრივი გამოყენება სხვადასხვა მოწყობილებაზე, დაზიანებას შეიძლება იწვევდეს ავტომობილში არასათანადოდ დამონტაჟებული აქსესუარები, ჩართულ მდგომარეობაში დარჩენილი მოწყობილობები. შემთხვევა როცა მანქანა არ მოძრაობს და ხდება აკუმლატორის დიდი ხნით უმუშევარ მდგომარეობაში დაყოვნება. დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურის ვარდნამ 0 გრადუსის ქვემოთ.

რა პრევენციული ზომები შეიძლება მივიღო იმისათვის რომ შევინაღჩუნო აკუმლატორის სიმძლავრე ? 

საუკეთესო რაც შეიძლება გავაკეტოთ, იმისათვის რომ შეინარჩუნოთ აკუმლატორი, არის რეგულარული ტექნუკური შემოწმება 4 თვეში ერთხელ სერვისის ტექნიკოსის მიერ,

ეს გეხმარებათ განსაზღვროთ აკუმლატორის სამუშაო რესურსი და გაუწიოთ მონიტორინგი.

რამდენ ხანში შევცვალო აკუმლატორი?

ავტომაქანის აკუმლატორის ექსპლუატაციის ვადა საშუალოდ 3 - 5 წლამდე მერყეობს, ხანგრძლივობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაკტორებზე, როგორიცაა სწორად გამოყენება, ტემპერატირული ცვლილებები, ცხელ კლიმატში იზრდება აკუმლატორის დაზიანების რისკი. გარდა ამისა ხანგრძლივი პერიოდით დამუხტვის გარეშე (დამჯდარმდგომარეობაში) ყოფნინსას ხდება მისი დაზიანება.