გამაგრილებელი სითხე (ანტიფრიზი)
2018-06-09

ავტომობილები ქმნიან ენერგიას ენერგიის მეშვეობით, ეს პროცესი კი განაპირობებს მანქანის დაძვრას, მაგრამ ამან შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილის ძრავის გადახურება და მისი დაზიანება. ამის პრევენციისთვის  ავტომწარმოებლები ძრავსა და რადიატორში იყენებენ გამაგრილებელ სისტემებს იმისათვის რომ თავიდან აიცილონ ძრავის პრობლემები.  ანტიფრიზი, თხევადი სითხე, რომელიც წარმოადგენს ქიმიური შენაერთებისა და წყლის ნაზავს. აგრილებს  ძრავს, მეტალის ნაწილებს, ასევე იცავს დაბალი ტემპერატირისგან ყინვისაგან, რადგან შეიცავს ინგრედიენტებს რომელიც არ იყინება ცივ ამინდებში. ანტიფრიზი არის ძრავის გაგრილების მნიშვნოლოვანი ნაწილი, ის ჩვეულებრივ შემთხვევაში შედგება 50% სუფთა წყლისა და 50% ანტიფრისისგან მზა ქიმიური ნაერთისაგან.

ყოველ 2 - 5 წლამდე პერიოდში დამოკიდებულია ანტიფრიზის მახასიათებლებსა და დაშვებებზე, მანქანის მოფლობელებმა უნდა მოახდინონ ანტიფრიზის შეცვლა, ძრავისა და ნაწილების ძველი სითხისგან გაწმენდა და ახლით შევსება. რადგან ანტიფრიზი შედგება ქიმური მჟავისაგან რომელიც დროთა განმავლობაში კარგავენ ეფექტურობას, ახალი ინგრედიენტები, კი იცავს მეტალის ნაწილებს კოროზიისა და ჟანგვისგან. 

შეარჩიე ანტიფრიზი შენი მანქანისთვის

ბაზარზე სამი სხვადასხვა ტიპის მანქანის ანტიფრიზი არსებობს და თითოეული მათგანი ფორმულირებულია სხვადასხვაგვარად და განსხვავებულ  ეფექტს  იძლევა. მანქანაზე შეიძლება თავსებადი იყოს ნებისმიერი ტიპის ანტიფრიზი, თუმცა არსებობს რამოდენიმე რამ რაც უდნა გაითვალისწინოთ ყიდვის, შერჩევის პროცესში. დარწმუნდით რომ სათანადოდ არჩევთ თქვენი მანქანის შესაფერის ანტიფრიზსს, იმისათვის რომ დაიცვალთ ძრავის ნაწიელბი ჟანგვისა და კორიზისაგან.

არსებობს სხვადასხვა ტიპის ანტიფრიზი:
 
არაორგანული მჟავა (IAT) ტექნოლოგია

 IAT- ს ტიპის ანტიფრიზის  გამოყენება დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებულ მანქანებში 1920 - დან 1990 წლებში ნაწარმოებ მანქანებში, სითხე ბუნებრივად არის გამჭირვალე, მაგრამ შეღებილია მწვანედ რათა მარტივად აღსაქმელი იყოს როგორც მანქანის გამაგრილებელი სითხე.  IAT შეიცავს მინერალებს, ინჰიბიტორებს რომელიც ანელებენ კოროზიის პროცესსა  და აჩერებენ ძრავსა და რადიატორში მეტალის ჯანგვას. რეკომენდებულია IAT- ის ტიპის ანტიფრიზის შეცვლა მოხდეს ორ წელიწადში ერთხელ ან 30,000 მილის განვლის შემდგომ.

ორგანული მჟავა (OAT) ტექნოლოგია

 OAT შეღებილია და ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერებიში ნარინჯისფერიდან მუქ წვანემდე. ეს ანტიფრიზი განსხვავდება IAT- ის ტიპისგან, არ შეიცავს სილიკატებს ან ფოსფეტებს. იმისათვის რო მდაიცვას მანქანა იყენებს ინჰაბიტორებსა და ორგანულ მჯავებს, მაღალი ტემპერატირისგან დასაცავად. ეფექტურია ჯანგვისა და კოროზიის საწინაარმდეგოდ. OAT ამტიფრიზი უნდა გაიწმინდოს ავტომობილის სისტემადან ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, ან 150,000 მილის გავლის შემდეგ. OAT ტიპის ანტიფრიზი როგორც წესი, განკუთვნილია თანამედროვე, ახალი მანქანებისთვის.

ჰიბრიდული ორგანული მჟავა (HOAT) ტექნოლოგია


HOAT ტიპის ანტიფრიზს აქვს დანამატები მინერალების სახით, რომელიც ზრდის ალუმინის დაცვა და ხდის მეტალს კოროზიისა და ჯანგვის  მიმართ მდგრადს . HOAT  შესაძლებელია შეგვხვდეთ  რამდენიმე ფერში, როგორიცაა ყვითელი და ნარინჯისფერი.  HOAT ტიპის ანტიფრიზი  უნდა გაიწმინდოს ავტომობილის სისტემადან ყოველ ხუთ წელიწადში, ან 150,000 მილის გავლის შემდეგ.

რომელ ანტიფრიზი გამოვიყენო?


ავტომობილის მწარმოებლები ხშირად ირჩევენ ერთი კონკრეტული ტიპის ანტიფრიზს ყველა მათი საავტომობილო ხაზისთვის. ეს ბევრად უფრო ადვილს და მოსახერხებელს ხდის შეაღჩიოთ სწორი ანტიფრიზი თქვენი ავტომობილისთვის.