სამუხრუჭე ხუნდები
2018-06-14

როდესაც სამუხრუჭე სისტემა გამოსცემს ხმოვან სიგნალს ეს იმის მანიშნებელია, რომ მოხდა ცვეთა და ხუნდების სრული გამოყენება, ან მისი დაზიანება. აგრეთვე ხმაურის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს საყრდენი დისკი "აპორნი"  ასეთ შემთხვევაში აუცილებელია შემოწმება და გამომწვევი მიზეზის დადგენა, დაზიანებული ნაწილის შეცვლა.

 
სამუხრუჭე ხუნდების ტიპები
როგორც წესი, რეგულარულ სატრანსპორტო საშუალებებში არსებობს ოთხი სახის სამუხრუჭე ხუნდები:

1. ნახევრად მეტალის ხუნდები

სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებში ყველაზე გავრცელებულ სამუხრუჭე ხუნდების ტიპს წარმოადგენს ნახევრად მეტალის ხუნდები, გამოირჩევა გამძლეობითა და მაღალი სითბოს გამტარობის შესძლებლობით.  დამზადებულია ფოლადისა და სპილენძის მოდიფიკაციისაგან. ასეთი სამუხრუჭე ხუნდები შეიცავს თითქმის 30% - 65% ლითონის. იგი უფრო ხმაურიანია და ნაკლებად ეფექტურია დაბალი ტემპერატურის პირობებში.

 

2. აზბესტის გარეშე ორგანული ხუნდები

ამ ტიპის სამუხღუჭე ხუნდების დასამზადებლად გამოიყენება სპეციფიური ბოჭკეობი, ფისები და სხვადასხვა სახის ორგანული მასალები. ნახევრად მეტალის ხუნდისგან განსხვავებით უფრო რბილია და გამოირჩევა ნაკლები ხმარურით, მაგრამ შედარებით მარტივად ცვეთადია და ქმნის სამუხრუჭე მტვერს. ამ ტიპის ხუნდები შეიძლება შეგხვდეთ სხვადასხვა სახელწოდებით, როგორიცაა Organic ან NAO.

 

3. მცირე რაოდენობის მეტალის შემცველი ორგანული ხუნდები


ეს ხუნდები ძირითადად მზადდება ორგანული მასალებისგან, ასევე მეტალისაგან როგორიცაა ფოლადი და სპილენძი, მეტალის შემცველობა კი 10% -30% შეადგენს.  მიუხედავად იმისა, რომ ისინი უფრო ხმაურიანია და წარმოქმნის სამუხღუჭე მტვერს, გამოირჩევა შესანიშნავი მუხრუჭითა და სითბო გამტარობით.

 

4. კერამიკის ხუნდები


ამ ტიპის სამუხღუჭე ხუნდებში გამოიყენება მცირე რაოდენობის მეტალი,  ისინი ძირითადად შედგება კერამიკული ბოჭკოებისგან, შემაერთებელი და შემავსებელი მინერალური, ფერადი მასალებისგან.

რაც დამუხრუჭებისას იწვევს ნაკლებ ხმაურს, ხდება ნაკლები ცვეთა, სხვა ტიპის ხუნდებისგან განსხვავებით წარმოქმნის ნაკლებ სამუხრუჭე მტვერს. გამოირჩევა მდგრადობითა და მაღალი ხარისხით.

 

ჯი ემ თი ჯგუფი" მომხარებელს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის სამუხრუჭე ხუნდებს. როგორიცაა ამერიკული ACDelco, იაპონური JapKo და ინგლისური comline.

ACDelco სამუხრუჭე ხუნდები შექმნილია და ფორმულირებულია ავტომობილის მოთხოვნებთან გამომნდინარე, უსაფრთხო და თანმიმდევრული დამუხრუჭების უზრუნველსაყოფად. თითოეული სამუხრუჭე ხუნდა დაცულია პრემიუმ ხარისხის მასალითა და დამცავი საფარით, რაც უზრუნველყოფს  პროფესიონალურ დაცვასა და სასიამოვნო ვიზუალს. გამოირჩევა დაბალი ხმით, რაც შეეხება ხახუნის დონეს სტაბილურია ცვალებად ტემპერატურაზე და ქმნის მტვრის ძალიან დაბალ დონეს.